უკრაინული მედია - უკრაინის შეიარაღებული ძალები სეპარატისტების მიერ კონტროლირებული გორლოვკისა და ნოვოაზოვსკის დაკავებას გეგმავენ
უკრაინის შეიარაღებული ძალები სეპარატისტების მიერ კონტროლირებული გორლოვკასა და ნოვოაზოვსკის დაკავებას გეგმავენ. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ დონბასის გათავისუფლება სწორედ ამ პუნქტებიდან უნდა დაიწყოს, რისთვისაც სამი ათასი ჯარისკაცია საჭირო.
გეგმის თანახმად, შეხების ხაზთან ტერიტორიას გაერო-ს სამშვიდობოები და უკრაინელი მესაზღვრეები გააკონტროლებენ, შემდეგ ტერიტორიას კი კიევი ეტაპობრივად დაიკავებს.
2014 წელს დონბასში დაწყებულ ომს 10 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.