უკრაინული მედია - უკრაინაში მებრძოლი ლადო გამსახურდია რევოლუციითა და სისხლით იმუქრება, თუ არჩევნებში „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს
უკრაინაში მებრძოლი ქართველი მოხალისე, ორგანიზაცია „თავისუფალი კავკასიის მრგვალი მაგიდის დამფუძნებელი“ ლადო გამსახურდია რევოლუციითა და სისხლით იმუქრება იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება ლადო გამსახურდიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.
„ეს იქნება რევოლუცია და დემოკრატიულმა სამყარომ ამ რევოლუციას მხარი უნდა დაუჭიროს. ჩვენ არ გვეშინია სისხლისა, როცა დგება სიცოცხლისა და სიკვდილის საკითხი, საქართველოს კრემლს არავინ მისცემს და მე მზად ვარ ნებისმიერი მეთოდისთვის“, – განაცხადა გამსახურდიამ.