უკრაინული მედია - ტერნოპოლის ოლქში გარდაიცვალა სასულიერო პირი, რომელიც კარანტინის მიუხედავად, ღვთისმსახურებას ფარულად აღავლენდა
უკრაინის ტერნოპოლის ოლქში გარდაიცვალა სასულიერო პირი, რომელიც კარანტინის მიუხედავად, ღვთისმსახურებას ფარულად აღავლენდა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქალაქ შუმსკის რაიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარეზე, ვიტალი კუდლაკზე დაყრნდობით ავრცელებს.
გარდაცვლილი სოფელ პოტუტოროვის მცხოვრები, 55 წლის მამაკაცია.
როგორც ვიტალიკ კუდლაკი ვიდოემიმართვაში ამბობს, სასულიერო პირი ღვთისმსახურებას კერძო სახლში აღავლენდა.
„ის ერთ-ერთი კონფესიის ღვთისმსახური იყო და აკრძალვების, კარანტინის, სასულიერო პირებთან ჩვენს მიერ გამართული არაერთი საუბრის მიუხედავად, კერძო სახლში, მრევლის თანდასწრებით საიდუმლოდ აღავლენდა მსახურებას“, – ამბობს კუდლაკი ვიდეომიმართვაში.
უკრაინული მედიის ცნობით, გარდაცვლილი მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლამდიდებელი ეკლესიის ღვთისმსახურია.
ამასთან, ტერნოპოლის ოლქის შუსკის რაიონში ბოლო ერთ დღეში კიდევ ერთი გარდაცვლილი მამაკაცი ქალქ შუმსკის მცხოვრებია.
ადგილობრივი მოსახლეობის ცნობით, ის ადგილობრივი ეკლესიის მგალობელთა გუნდის წევრი იყო.