უკრაინული მედია - რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინაში ბახმუტის რაიონში კიდევ ერთი დასახლებული პუნქტი დაიკავეს
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინაში დონეცკის რეგიონის ბახმუტის რაიონში კიდევ ერთი დასახლებული პუნქტი დაიკავეს.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსი სამხედროები სოფელ რაზდოლოვკაში შევიდნენ და სოფელ პროგრესშიც შეძლეს წინსვლა, რომელიც დონეცკის რეგიონის პოკროვსკის რაიონში მდებარეობს.
„დიფსთეითის“ ანალიტიკოსებმა გამოაქვეყნეს საბრძოლო მოქმედებების ახალი რუკა, რომელიც აჩვენებს, რომ რუსები ინიციატივას ფლობენ და ცდილობენ წინსვლას ორი მიმართულებით.