უკრაინული მედია - ოკუპანტები 53 უკრაინელი ტყვეს გარდაცვალების შესახებ აცხადებენ, უკრაინის დაზვერვა ცეცხლის გახსნაში რუსეთს ადანაშაულებს
უკრაინულ გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“ უკრაინის დაზვერვაში წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ოლენევკას მიმართულებით საარტილერიო ცეცხლი რუსეთის ძალებმა გაუხსნეს.
კიდევ ერთი წყარო მედიასაშუალებასთან ამბობს, რომ უკრაინელი ტყვეები აღნიშნულ ბარაკში, რომელზეც დარტყმა განხორციელდა, რამდენი დღის წინ გადაიყვანეს.
წყაროს ცნობით, იქ „აზოვის“ მებრძოლები იმყოფებოდნენ.