უკრაინული მედია - დონბასში სამხედრო ავტომობილის აფეთქების შედეგად ერთი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა, სამი კი დაშავდა
დონბასში გასული დღე-ღამის განმავლობაში ერთი უკრაინელი სამხედრო გარდაიცვალა. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
კერძოდ, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, უკრაინის გაერთიანებული ძალების ოპერაციის ჩატარების ზონაში სამხედრო ავტომობილი აფეთქდა, რის შედეგადაც გარდაიცვალა ერთი, ხოლო დაშავდა სამი უკრაინელი სამხედრო.
სამხედრო ავტომობილი დაუდგენელი ასაფეთქებელი მოწყობილობის ამოქმედების შედეგად აფეთქდა.
გაერთიანებული ძალების ოპერაციის შტაბის ცნობით, დაშავებული სამხედროების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.