უკრაინული მედია დნეპროპეტროვსკის ოლქისკენ მიმავალი რუსული ძალების განადგურების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქისკენ მიმავალი რუსული ძალები გაანადგურეს.
უკრაინული მედიის ცნობით, აღნიშნულის შესახებ სიჩესლავის 25-ე საჰაერო-სადესანტო ბრიგადა იუწყება.
„დღეს უკრაინის გაერთიანებული ძალების სიჩესლავის 25-ე საჰაერო-სადესანტო ბრიგადამ შეაჩერა მტრის კოლონები, რომლებიც ცდილობდნენ წინსვლას დნეპროპეტროვსკის ოლქისკენ ბალაკლეადან“, – ნათქვამია „ფეისბუქით” გავრცელებულ განცხადებაში.
აქვე აღნიშნულია, რომ ოპერაციის დროს უკრაინელმა სამხედროებმა მოწინააღმდეგის ტექნიკა და სამხედროები გაანადგურეს.