უკრაინული მარცვლეულით დატვირთული პირველი გემი თურქეთში ჩავიდა.
თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სიმინდით დატვირთული გემი, რომელმაც ოდესის პორტი გუშინ დატოვა, უკვე ბოსფორის სრუტეშია.
„სიერა-ლეონეს დროშის ქვეშ მცურავი, სიმინდით დატვირთული გემი Razoni, რომელიც გუშინ ოდესის პორტიდან დაიძრა, უკვე ბოსფორის სრუტეშია“, -ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
გემი ახლა საერთო საკონტროლო ჯგუფის შემოწმებას გაივლის, ამ ჯგუფში შედიან რუსეთისა და უკრაინის მაღალჩინოსნები. შემოწმებაზე პასუხისმგებელია სტამბოლის საკოორდინაციო ცენტრი.
უკრაინის პორტებიდან საკვებისა და მარცვლეულის უსაფრთხო ტრანსპორტირების შესახებ შეთანხმებას უკრაინამ, რუსეთმა და გაერო-მ 22 ივლისს მიაღწიეს.