უკრაინული გამოცემა „ვესტი“-ს ოფისში დაუდგენელი შემცველობის აირი გააფრქვიეს
უკრაინული გამოცემა „ვესტი“-ს ოფისში დაუდგენელი შემცველობის აირი გააფრქვიეს

უკრაინული გამოცემა „ვესტი“-ს ოფისში დაუდგენელი შემცველობის აირი გააფრქვიეს. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სამსახურის პრესცენტრი ავრცელებს.

შენობიდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა.

„ვესტი“-ს მედიაჰოლდინგი, რომელიც გამოცემის გარდა, ასევე ტელევიზიასა და რადიოსაც აერთიანებს, სავაჭრო-გასართობი კომპლექსის 34-ე სართულზე მდებარეობს.

თანამშრომლები აცხადებენ, რომ აირის გაფრქვევამდე შენობაში დაკვამლიანება იყო. მათივე ინფორმაციით, დილის საათებში ოფისში ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები შევიდნენ და ჩხრეკის ოპერაციის პარალელურად ტექნიკა და ავეჯი დააზიანეს.

როგორც თანამშრომლები ამბობენ, მათ სამუშაო ადგილებთან მისვლის საშუალებას არ აძლევდნენ.