„ბლუმბერგი“ - უკრაინისთვის დაჩქარებული წესით ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსის ამ კვირაში მინიჭებას ბლოკის რამდენიმე წევრი, მათ შორის გერმანია და ნიდერლანდები ეწინააღმდეგება
უკრაინისთვის დაჩქარებული წესით ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსის ამ კვირაში მინიჭებას ბლოკის რამდენიმე წევრი, მათ შორის გერმანია და ნიდერლანდები ეწინააღმდეგება.
ამის შესახებ „ბლუმბერგი“ იუწყება ანონიმურ დიპლომატებზე დაყრდნობით, რომლებიც საფრანგეთში დაგეგმილ სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე პირადი დისკუსიებისთვის შეიკრიბნენ.
როგორც „ბლუმბერგი“ წერს, დიპლომატები განმარტავენ, რომ ქვეყნებს სურთ, მოისმინონ ევროკავშირის მოსაზრება წევრობის პროცესისთვის უკრაინის მზაობის თაობაზე, ვიდრე პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებენ.
„მათ სურთ ფოკუსირება უკრაინის პრაქტიკულ მხარდაჭერასა და ომის დასრულებაზე და არა პროცესის დაწყება, რომელიც შესაძლოა, დეკადა გაგრძელდეს“, – აღნიშნა ერთ-ერთმა წყარომ.