უკრაინისადმი სოლიდარობის ნიშნად, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში უკრაინისა და საქართველოს ჰიმნები შესრულდა [ვიდეო]
უკრაინისადმი სოლიდარობის ნიშნად, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში უკრაინისა და საქართველოს ჰიმნები შესრულდა [ვიდეო]

უკრაინისადმი სოლიდარობის ნიშნად, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში უკრაინისა და საქართველოს ჰიმნები შესრულდა. ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ავრცელებს.

„დღეს 25 თებერვალია – საქართველოს ოკუპაციის დღე და ყველა თავისუფლებისმოყვარე ადამიანისთვის მძიმე დღე.

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია სოლიდარობას უცხადებს მეგობარ უკრაინას.

ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს პარტნიორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, მათ სტუდენტებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს.

სოლიდარობის ნიშნად, კონსერვატორიის დიდ დარბაზში კონსერვატორიის სტუდენტების, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის მიერ შესრულდა უკრაინისა და საქართველოს ჰიმნები ჩვენი მეგობრობისა და თანადგომის ნიშნად“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.