უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ და თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სატელეფონო საუბარი გამართეს. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
ერდოღანისა და ზელენსკის საუბრის მთავარი თემა ორმხრივი ურთიერთობები და მათი გაუმჯობესება იყო.
თურქული მედიის ინფორმაციით, გარდა თურქეთ-უკრაინის ურთიერთობისა, ლიდერებმა რეგიონში განვითარებულ მოვლენებზეც ისაუბრეს.