უკრაინისა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროები უპილოტო საფრენი აპარატებით იერიშის შესახებ ცნობებს ავრცელებენ
უკრაინასა და რუსეთში უპილოტო საფრენი აპარატებით იერიშის შესახებ ავრცელებენ ცნობებს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბში განაცხადეს, რომ გუშინ ღამით რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 46 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა. მათგან 32 უკრაინელმა სამხედროებმა ჩამოაგდეს.
მათივე ცნობით, რუსეთის მიერ გაშვებული დრონები უკრაინის ტერიტორიაზე გუშინ 19:00 საათიდან გამოჩნდნენ. უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის სამიზნე გახდა ოდესის, ზმელნიცკისა და დნეპროპეტროვსკის ოლქები.
უკრაინის გენშტაბში განმარტავენ, რომ იმ დრონებმა, რომელთა ჩამოგდებაც უკრაინელმა სამხედროებმა ვერ შეძლეს, იერიში მიიტანეს ფრონტის ხაზზე მდებარე ტერიტორიაზე, კერძოდ ხერსონის ოლქზე.
პარალელურად რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ როსტოვისა და ბელგოროდის ოლქებში ჩამოგდეს უკრაინული დრონები.