უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
ვლადიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი მას შემდეგ შედგა, რაც უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში დაბომბვას ოთხი სამხედროს სიცოცხლე ემსხვერპლა.
ზელენსკის თქმით, სატელეფონო საუბრის დროს ვლადიმერ პუტინმა ზელენსკის დაპირება მისცა, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტი უახლოეს მომავალში გაასაჯაროებს.