პარიზში, ელისეის სასახლეში რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტები ერთმანეთს პირისპირ შეხვდებიან. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
აუდიენცია ნორმანდიული ოთხეულის ლიდერების შეხვედრის შემდეგ გაიმართება. ეს პუტინისა და ზელენსკის პირველი შეხვედრა იქნება.
სამწლიანი პაუზის შემდეგ პირველად, დღეს, საფრანგეთში ნორმანდიული ოთხეულის სამიტი გაიმართება. სამიტში მონაწილეობენ გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი.