უკრაინის ომბუდსმენი დმიტრი ლუბინეცი რუსეთის ომბუდსმენს ტატიანა მოსკალკოვას შეხვდა. შესაბამის ინფორმაციას ლუბინეცი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ავრცელებს.
„განვიხილეთ ორი ქვეყნის მოქალაქეების სამართლებრივი დახმარების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ჰუმანიტარული პრობლემების და საკითხების ფართო სპექტრი“, – წერს ლუბინეცი.
მისი ცნობით, მხარეებმა გაცვალეს კონკრეტული წინადადებები. უკრაინის ომბუდსმენის ცნობით, ის განაგრძობს თითოეული უკრაინელის დასახმარებლად მუშაობას.
მანამდე რუსეთის ომბუდსმენი აცხადებდა, რომ უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრას თურქეთში დაგეგმილი ფორუმის ფარგლებში აპირებდა.