უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების შემდეგი შეხვედრა 2 მარტს არის დაგეგმილი
უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების შემდეგი შეხვედრა 2 მარტს არის დაგეგმილი

უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების შემდეგი შეხვედრა 2 მარტს არის დაგეგმილი. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, უკრაინულმა დიპლომატიამ გამოიტანა რამდენიმე მოთხოვნა, რასაც რუსეთი კიევისგან ითხოვს. მათ შორის: რეფერენდუმით საპარლამენტო დონეზე დაფიქსირებული უკრაინის არაბლოკური სტატუსი; დროებით ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება რეგიონების ადმინისტრაციულ საზღვრებში; დენაციფიკაცია და ყირიმზე უარის თქმა.

უკრაინული მედიის ცნობით, მეორე მხრივ, უკრაინამ მოითხოვა „დუმილის რეჟიმი“ მომდევნო შეხვედრამდე, თუმცა რუსულ მხარეს ამის დაპირება არ გაუცია, კერძოდ, პირველ მარტს ხარკოვში, თავისუფლების მოედანზე განახორციელა ავიადარტყმა.