„სიენენი“ - აშშ-ის სენატში უკრაინისა და ისრაელისთვის ფინანსური მხარდაჭერის პაკეტის დამტკიცებისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგეს, პაკეტს 67-მა კანონმდებელმა დაუჭირა მხარი
„სიენენი“ - აშშ-ის სენატში უკრაინისა და ისრაელისთვის ფინანსური მხარდაჭერის პაკეტის დამტკიცებისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგეს, პაკეტს 67-მა კანონმდებელმა დაუჭირა მხარი

აშშ-ის სენატში უკრაინისა და ისრაელისთვის ფინანსური მხარდაჭერის პაკეტის დამტკიცებისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგეს. ამის შესახებ „სიენენი“ წერს.

საქმე ეხება პროექტს, რომელიც, საერთო ჯამში, 95,3 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს.

როგორც „სიენენი“ წერს, სენატში გამართული კენჭისყრისას ფინანსურ პაკეტს 67-მა კანონმდებელმა დაუჭირა მხარი, მათ შორის იყო 18 რესპუბლიკელი.

მედიის ცნობით, კენჭისყრის ეს შედეგი მიუთითებს, რომ, ტრამპის წინააღმდეგობის მიუხედავად, უკრაინისა და ისრაელის ფინანსური დახმარების პაკეტის მხარდაჭერა რესპუბლიკელებს შორის კვლავ მტკიცეა.

ცნობისთვის, თუ კანონი სენატში საბოლოოდ დაამტკიცეს, მას კენჭი უნდა უყარონ წარმომადგენელთა პალატაში, სადაც რესპუბლიკელები უმრავლესობას ფლობენ. ჯერ უცნობი რჩება, დააყენებს თუ არა კონგრესის კენჭისყრაზე ამ კანონს სპიკერი მაიკ ჯონსონი.