უკრაინის ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, უკრაინაში ჰუმანიტარული დერეფნები მესამე დღეა, ვერ იხსნება
უკრაინის ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, უკრაინაში ჰუმანიტარული დერეფნები მესამე დღეა, ვერ იხსნება

უკრაინაში ჰუმანიტარული დერეფნები მესამე დღეა, არ იხსნება.

უკრაინის ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშჩუკის განცხადებით, რუს სამხედროებთან ჰუმანიტარული დერეფნების გახსნაზე შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა.

ირინა ვერეშჩუკის თქმით, რუსებმა უარი თქვეს მარიუპოლიდან ბერდიანსკისკენ დერეფნის გახსნაზე, სხვა მიმართულებებზე კი მოლაპარაკებები გრძელდება.

„ჩვენ ვაგრძელებთ რთულ მოლაპარაკებებს ხერსონისა და ხარკოვის რეგიონებში ჰუმანიტარული დერეფნების გახსნაზე“, – თქვა უკრაინის ვიცე-პრემიერმა.