უკრაინის ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, ქვეყნის საბრძოლო ზონებიდან ევაკუაცია დღეს არ განხორციელდება
უკრაინის საბრძოლო ზონებიდან ევაკუაცია დღეს არ განხორციელდება, – ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა.
„ჩვენმა დაზვერვამ ჰუმანიტარული დერეფნების მარშრუტებზე ოკუპანტების შესაძლო პროვოკაციების თაობაზე ინფორმაცია გაავრცელა. შესაბამისად, მოქალაქეების უსაფრთხოების მიზნით, დღეს ჩვენ ჰუმანიტარულ დერეფნებს არ ვხსნით“, – განაცხადა ვერეშჩუკმა.