უკრაინის ვიცე-პრემიერი - ტყვეების პირველი გაცვლის დროს, დაკავებული მეზღვაურები გათავისუფლდნენ
უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეების პირველი გაცვლის დროს, უკრაინაში, კუნძულ „ზმეინიზე“ დაკავებული მეზღვაურები გათავისუფლდნენ. ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა.
კიევში აცხადებენ, რომ ათი დატყვევებული რუსი ჯარისკაცი ათ უკრაინელზე გაცვალეს.
ირინა ვერეშჩუკის თქმით, გარდა ამისა, 11 რუსი სამოქალაქო მეზღვაური, რომელიც ოდესაში დააკავეს, 19 უკრაინელ სამოქალაქო მეზღვაურზე გაცვალეს. გავრცელებული ცნობით, სამოქალაქო მეზღვაურები კუნძულ „ზმეინიდან“ სამხედრო პერსონალის გაყვანის დროს დაატყვევეს. რუსეთის ომბუდსმენმა ტატიანა მოსკალკოვამ დაადასტურა, რომ აღნიშნული გაცვლა ნამდვილად მოხდა.