უკრაინის ვიცე-პრემიერი აცხადებს, რომ უკრაინისთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ევროკავშირის სამი ქვეყანა ეწინააღმდეგება
უკრაინის ვიცე-პრემიერი აცხადებს, რომ უკრაინისთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ევროკავშირის სამი ქვეყანა ეწინააღმდეგება

ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში უკრაინის ვიცე-პრემიერი ოლგა სტეფანიშინა აცხადებს, რომ უკრაინისთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ევროკავშირის სამი ქვეყანა ეწინააღმდეგება. „დოიჩე ველეს“ უკრაინული რედაქციის ცნობით, ამის შესახებ მან ბრიუსელში ვიზიტისას განაცხადა.

„საერთო ჯამში, ევროკავშირის დაახლოებით შვიდმა ქვეყანამ, ესენი არ არიან აღმოსავლეთ ევროპის და ბალტიის ქვეყნები, გამოთქვა წინადადებები სხვა ფორმატის შესახებ, გამოვიდნენ ექსტრაკანდიდატობის ან პირობითი კანდიდატობის შეთავაზებით. იყო ძალიან ბევრი სხვადასხვა წინადადება, თუმცა ფაქტობრივად არის სამი ძირითადი ქვეყანა, რომელსაც დღეს არ სურს უკრაინისთვის „მწვანე შუქის“ ანთება“, – განაცხადა სტეფანიშინამ.

უკრაინის ვიცე-პრემიერს არ დაუკონკრეტებია, რომელ ქვეყნებზეა საუბრი და განმარტა, რომ ამან შესალოა, უკრაინისთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღების პროცესს ზიანი მიუტანოს.

„დარწმუნებული ვარ, რომ 24 ივნისს ევროკავშირის ვერც ერთი ლიდერი ვერ ეტყვის უკრაინას „არას“, – აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

მისი თქმით, უკრაინის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გარდა, ყველა გადაწყვეტილება ევროკავშირს შეასუსტებს.