უკრაინის უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა გადაწყვეტილება, რომლითაც მიხეილ სააკაშვილის პარტიას რადას არჩევნებში მონაწილეობის უფლება ეძლევა
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტის, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის პარტიას რადას არჩევნებში მონაწილეობის უფლება მისცეს. ამის შესახებ სააკაშვილმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე დაწერა.
„ჩვენ გავიმარჯვეთ, მოვიგეთ სასამართლო და მივდივართ არჩევნებზე“, – ასეთი განცხადება გაავრცელა მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.
როგორც ცნობილია, რამდენიმე დღის წინ კიევის სასამართლომ გააუქმა უკრაინის ცესკო-ს გადაწყვეტილება, რომელიც ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის პარტიას, „ახალი ძალების მოძრაობას“ რადას არჩევნებში მონაწილეობას უკრძალავდა, თუმცა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კიევის სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა. უკრაინის უზენაესმა სასამართლომ კი, ცესკო-ს საჩივარი არ დააკმაყოფილა.
უკრაინის ცესკო-ში აცხადებენ, რომ სააკაშვილის პარტიის ყრილობა, სადაც კანდიდატების სია დაამტკიცეს, ხარვეზებით წარიმართა. შედეგად, ცესკო სააკაშვილის პარტიას კანდიდატების რეგისტრაციაზე უარს ეუბნევა.