უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა სამხედრო პროკურატურასთან ერთად რუსული ტანკერი დააკავა
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა სამხედრო პროკურატურასთან ერთად რუსული ტანკერი დააკავა.
როგორც უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაშია ნათქვამია, რუსული მხარე ტანკერ „ნეიმას“ ქერჩის სრუტის გადასაკეტად იყენებდა.
უწყების ცნობით, სამხედრო პროკურორთა და მესაზღვრეების ჯგუფმა დაკავებულ ტანკერზე საგამოძიებო სამუშაოები დაასრულეს. ხომალდის ეკიპაჟის წევრები დაკითხულები არიან, ამოღებულია დოკუმენტები.
უკრაინული მხარის ცნობით, ტანკერი „ნეიმა“ რუსულმა მხარემ გასული წლის ნოემბერში მომხდარი ინციდენტის დროს უკრაინული ხომალდებისთვის ქერჩის სრუტის ბლოკირებისთვის გამოიყენა.
25 ნოემბერს რუსულმა ხომალდებმა ქერჩის სრუტესთან ცეცხლი გაუხსნეს სამ უკრაინულ კატარღას, რომლებიც ოდესის პორტიდან მარიუპოლში გადაადგილდებოდნენ და 24 უკრაინელი მეზღვაური დააკავეს. რუსული მხარე დაკავებულ უკრაინელებს საზღვრის დარღვევაში სდებს ბრალს.