უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ სააკაშვილის დაკავებასთან საერთო არაფერი აქვთ
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი მათ არ დაუკავებიათ.
განცხადება ამის შესახებ უწყების პრესმდივნმა გააკეთა.
ქვეყნის მთავარ პროკურატურაში, ასევე საემიგრაციო სამსახურშიც აცხადებენ, რომ სააკაშვილის დაკავებასთან მათ საერთო არაფერი აქვთ.
ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა კიევში, რესტორან „სულგუნთან“ დააკვეს.
მიხეილ სააკაშვილის დღეს, კიევის დროით დაახლოებით 15:00 საათზე აიყვანეს.
მედიის ინფორმაციით სპეცრაზმელებს, რომლებმაც საააკაშვილი დააკავეს, უკრაინის სასაზღვრო სამსახურის იუნიფორმა ეცვათ.