უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, დაკავებული არიან რუსი აგენტები, რომლებიც 9 მაისს კიევში ტერაქტს გეგმავდნენ
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსი აგენტები დააკავა, რომლებიც 9 მაისს კიევში ტერაქტს გეგმავდნენ.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ტერაქტის ორგანიზატორი რუსული დაზვერვის მთავარი სამმართველო იყო.
„ტერორისტული თავდასხმის დამნაშავეები დააკავეს. ასევე, შეგროვდა მტკიცებულების ბაზა, რომელიც უპირობოდ ადასტურებს რუსულ კვალს“, – აღნიშნავს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი.
ფაქტთან დაკავშირებით უწყებას დამატებითი დეტალები არ გაუვრცელებია.