უკრაინის უსაფრთხოების სამსახური პოლტავის ოლქში, მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ტერიტორიაზე კონტრდაზვერვით ღონისძიებას აწარმოებს
უკრაინის უსაფრთხოების სამსახური, ეროვნულ პოლიციასთან ერთად, პოლტავის ოლქში, მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ტერიტორიაზე კონტრდაზვერვით ღონისძიებას აწარმოებს.
საუბარია მგარსკის მამათა მონასტერზე, კრემენჩუკისა და ლუბენსკის ეპარქიაზე.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, კონტრდაზვერვითი ღონისძიება უკრაინაში რუსული სპეცსამსახურების დივერსიული მოქმედებების წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში ტარდება.