უკრაინის უმაღლესმა რადამ საომარი მდგომარეობის გამოცხადებას მხარი დაუჭირა
უკრაინის უმაღლესმა რადამ საომარი მდგომარეობის გამოცხადებას მხარი დაუჭირა. პრეზიდენტის განკარგულებას მხარი 276 დეპუტატმა დაუჭირა.
უკრაინის პრეზიდენტის განკარგულების თანახმად, საომარი მდგომარეობა უკრაინის 10 ოლქში იმოქმედებს. საუბარია რუსეთის, მოლდოვის საზღვრების გასწვრივ, ასევე შავი და აზოვის ზღვების პირას მდებარე ოლქებზე.
საომარი მდგომარეობა 28 ნოემბრის 09:00 საათიდან ამოქმედდება და 30 დღეს, 27 დეკემბრამდე გაგრძელდება.
უკრაინის რადას სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. ოპოზიციონერ დეპუტატებს ტრიბუნა ჰქონდათ ბლოკირებული, რის გამოც პარლამენტის სპიკერი სხდომას ვერ იწყებდა. საომარი მდგომარეობის საკითხზე კენჭისყრის გამართვა მხოლოდ ექვსი საათის შემდეგ გახდა შესაძლებელი.
რადას მიერ დამტკიცებულ პრეზიდენტის განკარგულებაში ასევე აღნიშნულია, რომ უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნები 31 მარტს გაიმართება.