უკრაინის უმაღლესმა რადამ საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე ანდრეი სიბიგას დანიშვნას მხარი დაუჭირა
უკრაინის უმაღლესმა რადამ ანდრეი სიბიგას საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას მხარი დაუჭირა.
დეპუტატ იაროსლავ ჟელეზნიაკის ცნობით, შესაბამის გადაწყვეტილებას უკრაინის პარლამენტის 258-მა წევრმა დაუჭირა მხარი.
მანამდე რადამ ხმათა უმრავლესობით კენჭი უყარა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან დმიტრო კულებას გათავისუფლებას.
ანდრეი სიბიგა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ის ამ თანამდებობაზე 2024 წლის ივლისში დაინიშნა.
2021-2024 წლებში ის უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე იყო. მანამდე, 2016-2021 წლებში კი – თურქეთში უკრაინის ელჩი.