უკრაინის უმაღლესმა რადამ არსენ ავაკოვის შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გადადგომას მხარი დაუჭირა
უკრაინის უმაღლესმა რადამ არსენ ავაკოვის შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გადადგომას მხარი დაუჭირა. შესაბამის გადაწყვეტილებას პარლამენტის 291 წევრმა მისცა ხმა. ავაკოვის გადადგომასთან დაკავშირებით კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ ფრაქცია „ბატკივშინას“ და „ოპოზიციური პლატფორმის – სიცოცხლისთვის“ წევრებს.
თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება არსენ ავაკოვმა თავად წარადგინა. ის შინაგან საქმეთა სამინისტროს „ღირსების რევოლუციის შემდეგ“, 2014 წლის 22 თებერვლიდან ხელმძღვანელობდა.
აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამდებობაზე წარდგენილია დენის მონასტირსკი, რომელიც სამართალდამცავი საქმიანობის საკითხებში რადას კომიტეტის თავმჯდომარეა.