უკრაინის უმაღლესმა რადამ ალექსანდრ კუბრაკოვი ვიცე-პრემიერის, ტერიტორიებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრის თანამდებობიდან გაათავისუფლა
უკრაინის უმაღლესმა რადამ ალექსანდრ კუბრაკოვი ვიცე-პრემიერისა და ტერიტორიებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრის თანამდებობიდან გაათავისუფლა. ინფორმაციას დეპუტატი იარსლავ ჟელეზნიაკი ავრცელებს. შესაბამის გადაწყვეტილებას 272 -მა კანონმდებელმა დაუჭირა მხარი.
თავად კუბრაკოვმა მანამდე განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრსა და „ხალხის მსახურის“ ფრაქციას მისი გადაყენების შესახებ გადაწყვეტილება არ განუხილავთ.
მანამდე, გამოცემა „უკრაინასკაია პრავდა“ წერდა, რომ მმართველი პარტიის დეპუტატებმა მიიღეს გადაწყვეტილება, თემების, ტერიტორიებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამინისტრო ორ უწყებად გაყონ და კუბრაკოვი თანამდებობიდან გაათავისუფლონ. სახელმწიფო ხელისუფლების ორგანიზაციის საკითხთა კომიტეტის ინიციატივით, უნდა შეიქმნას ინფრასტრუქტურის სამინისტრო და რეგიონული პოლიტიკის სამინისტრო. აღნიშნულ იდეას მხარი დაუჭირა პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა.
ამას გარდა, დღეს უმაღლესმა რადამ მხარი დაუჭირა აგრარული პოლიტიკისა და სურსათის მინისტრის თანამდებობიდან ნიკოლაი სოლსკის გათავისუფლებას. შესაბამის გადაწყვეტილებას 273-მა დეპუტატმა მისცა ხმა.