უკრაინის უმაღლეს რადაში გამოფენა "საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა" გაიხსნა
უკრაინის უმაღლეს რადაში გამოფენა "საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა" გაიხსნა

უკრაინის უმაღლეს რადაში, საქართველოს დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადების მე-100 წლისთავისა და საქართველო-უკრაინას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 100 წლისთავის აღსანიშნავად უკრაინაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, საარქივო მასალების “საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა” გამოფენა საზეიმოდ გაიხსნა.

გამოფენა ოფიციალურად უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარემ, ანდრიი პარუბიმ და საქართველოს ელჩმა გელა დუმბაძემ გახსნეს.

გამოფენა უკრაინის უმაღლეს რადაში 25 მაისამდე გაგრძელდება.

 

 .