უკრაინის უმაღლეს რადაში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
უკრაინის უმაღლეს რადაში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ინციდენტი მას შემდეგ დაიწყო, რაც პარლამენტმა დაამტკიცა კანონი, რომელიც უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს ავალდებულებს, სახელწოდებაში დააფიქსიროს რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიასთან მიკუთვნება.
კანონის მიღებით უკმაყოფილო ოპოზიციონერმა დეპუტატმა ნესტორ შუფრიჩმა ტრიბუნიდან პლაკატი ჩამოხია, მასთან სახალხო ფრონტის დეპუტატები მიცვივდნენ, რის შემდეგაც დაპირისპირება მოხდა.