უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონეცკის ოლქის სოფელი უროჟაინოე გაათავისუფლეს
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონეცკის ოლქის სოფელი უროჟაინოე გაათავისუფლეს.
ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მაილიარმა ტელეგრამარხზე განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინელი სამხედროები შეტევით მოქმედებებს განაგრძობენ.
უროჟაინოეში მდებარეობდა რუსული არმიის გამაგრებული პოზიციები, რომელთა შტურმი უკრაინელებმა აგვისტოს დასაწყისში წამოიწყეს.