უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მელიტოპოლის ნავთობბაზაზე ხანძარში უკრაინის მონაწილეობას არც ადასტურებენ და არც უარყოფენ
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მელიტოპოლის ნავთობბაზაზე ხანძარში უკრაინის მონაწილეობას არც ადასტურებენ და არც უარყოფენ

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო მელიტოპოლის ნავთობბაზაზე ხანძარში უკრაინის მონაწილეობას არც ადასტურებს და არც უარყოფს.

უკრაინული მედიის ცნობით, აღნიშნულის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა, ალექსანდრ მოტუზიანიკმა განაცხადა.

„მსურს, აღვნიშნო, რომ დღეის მდგომარეობით, უკრაინის სახელმწიფო ახორციელებს თავდაცვით ოპერაციას უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის აგრესიის მოსაგერიებლად. ეს საერთოდ არ ნიშნავს, რომ უკრაინა პასუხისმგებელი უნდა იყოს ყველა იმ არასწორ გათვლაზე, კატასტროფაზე და ყველა შემთხვევაზე, რაც რუსეთის ფედერაციაში ხდება. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მსგავს ბრალდებებს ვისმენთ. ამიტომ ამ ინფორმაციას არც ვადასტურებ და არც უარვყოფ“, – განაცხადა მოტუზიანიკმა.