უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ აზოვის ზღვის მახლობლად სამხედრო საჰაერო ძალების წვრთნა გამართა
უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, აზოვის ზღვის მახლობლად სამხედრო საჰაერო ძალების წვრთნა გამართა. სამხედრო მანევრებში სამხედრო თვითმფრინავები და ვერტმფრენები მონაწილეობდა.
სწავლება პრორუსი სეპარატისტების მიერ დაკავებული დონეცკიდან 150 კილომეტრში ჩატარდა.
როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, უკრაინა აზოვის ზღვაზე სამხედრო ბაზის აშენებას გეგმავს და აღნიშნულ რაიონში დამატებითი ძალები გაგზავნა.