უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ევროპარლამენტარებს მოუწოდა, ვლადიმერ პუტინი ომის დამნაშავედ აღიარონ
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ევროპარლამენტარებს მოუწოდა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ომის დამნაშავედ აღიარონ.
თავდაცვის მინისტრმა რამდენიმე მაგალითი მოიყვანა, მათ შორის ბოლო, მარიუპოლის თეატრზე თავდასხმა.
მისი თქმით, თეატრს 1 200 ადამიანი აფარებდა თავს ძირითადად ბავშვები და ქალები.
ოლექსეი რეზნიკოვის განცხადები, ადამიანი, ვინც პირადად დაბომბა მარიუპოლის თეატრი „მონსტრია“.
„ალბათ უკვე გაიგეთ, რომ ეს თეატრი იყო ადამიანებისთვის თავშესაფარი, თეატრს 1 200 ადამიანი აფარებდა თავს, უმეტესად ქალები და ბავშვები. რუკებზე შეგიძლიათ ნახოთ, დრონებით, რომ თეატრის წინ იყო წარწერა „ბავშვები“, ისე რომ პილოტს ის დაენახა და მიუხედავად ამისა, თეატრი დაბომბეს“, – განაცხადა რეზნიკოვმა.