უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩეველი აცხადებს, რომ „აბრამსისა“ და „ლეოპარდის“ ტიპის ტანკების შემდეგ, უკრაინა დასავლეთისგან F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების მიღებას შეეცდება
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩეველი აცხადებს, რომ „აბრამსისა“ და „ლეოპარდის“ ტიპის ტანკების შემდეგ, უკრაინა დასავლეთისგან F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების მიღებას შეეცდება

ამერიკული „აბრამსისა“ და გერმანული „ლეოპარდის“ ტიპის ტანკების შემდეგ, უკრაინა დასავლეთისგან F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების მიღებას შეეცდება. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა, იური საკმა „როიტერთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„შემდეგი დაბრკოლება ავიაგამანადგურებლები გახდება. თუ მათ მივიღებთ, ბრძოლის ველზე უპირატესობა უზარმაზარი იქნება. საუბარია არა მხოლოდ F-16-ზე, ჩვენ გვჭირდება მეოთხე თაობის თვითმფრინავები“, – ციტირებს „როიტერი“ იური საკს.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩევლის თქმით, ბირთვული იარაღის გარდა, მათ შესაძლოა, ნებისმიერი იარაღი მიიღონ.