უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე - ჩემი აზრით, გაზაფხულის მიწურულისთვის ეს ომი დასრულდება
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე - ჩემი აზრით, გაზაფხულის მიწურულისთვის ეს ომი დასრულდება

ჩემი აზრით, გაზაფხულის მიწურულისთვის ეს ომი დასრულდება, – ამის შესახებ ტელეკომპანია „სქაი-ნიუსთან“ ინტერვიუში უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ვლადიმირ გავრილოვმა განაცხადა.

„ჩემი აზრით, გაზაფხულის მიწურულისთვის, ეს ომი დასრულდება“, – თქვა ვლადიმირ გავრილოვმა.

მისი თქმით, გამორიცხული არ არის, უკრაინული ძალები ყირიმშიც შევიდნენ.

კითხვაზე, როდის დაიწყება მოლაპარაკებები, გავრილოვი აცხადებს, რომ მხოლოდ მაშინ შედგება, როდესაც რუსები მზად იქნებია, დატოვონ უკრაინის ტერიტორია.

მინისტრი ასევე არ გამორიცხავს, რომ რუსეთი შესაძლოა, რაიმე მასშტაბური მოვლენის გამო, ე.წ. შავი გედის თეორიის წინაშე აღმოჩნდეს მომდევნო 2-3 თვის განმავლობაში, რაც შესაძლებლობას მისცემს უკრაინას, გარკვეულ წარმატებას მიაღწიოს ყირიმში, თუნდაც დეკემბრის მიწურულისთვის. რა შეიძლება იყოს ასეთი მასშტაბური მოვლენა, მინისტრი აღნიშნავს, რომ პუტინის გაუჩინარება.