უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე - 24 თებერვლის შემდეგ უკრაინაში 5 300 რუსი სამხედრო დაიღუპა
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე რუსული სამხედრო დანაკარგების შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს.
ანა მალიარის განცხადებით, 24 თებერვლიდან დღემდე, რუსული საოკუპაციო ძალების დანაკარგებმა 5 300 ჯარისკაცი შეადგინა.
მისი თქმით, მტრის სავარაუდო ჯამური დანაკარგები 24 თებერვლიდან 28 თებერვლის 06:00 საათამდე ასეთია: 29 ერთეული თვითმფრინავი, 29 ერთეული ვერტმფრენი, 191 ერთეული ტანკი, 816 ერთეული ჯავშანტრანსპორტიორი, 74 ერთეული საარტილერიო დანადგარი, ერთი ერთეული საჰაერო თავდაცვის სისტემა BUK -1 და Grad-21, 291 ერთეული საავტომობილო ტექნიკა, 60 ერთეული საწვავის ავზი, სამი ერთეული უპილოტო საფრენი აპარატი, ორი ერთეული საზღვაო ხომალდი/კატარღა, ხუთი ერთეული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა. პირად შემადგენლობას შორის დანაკარგი კი დაახლოებით 5 300 ჯარისკაცია.
„ინფორმაცია საორიენტაციოა და შესაძლოა, დაზუსტდეს, ვინაიდან ბრძოლების მიმდინარეობისას მისი მოპოვება უკიდურესად რთულია, რადგან მეთაურები, უპირველესად, ყურადღებას ბრძოლის წარმართვაზე ამახვილებენ“, – განაცხადა მალიარმა.