უკრაინის თავდაცვის მინისტრი - ვიტალი კლიჩკოს კომენტარი ცხადყოფს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური სეზონი გაიხსნა
უკრაინის თავდაცვის მინისტრის თქმით, კიევის მერის განცხადება, სადაც ვიტალი კლიჩკო უკრაინაში ავტორიტარიზმზე საუბრობს, იმის ნიშანია, რომ „პოლიტიკური სეზონი გაიხსნა“.
ამის შესახებ რუსტემ უმეროვმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„ვფიქრობ, მერის კომენტარი ცხადყოფს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური სეზონი გაიხსნა“, – განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.
მან ასევე თქვა, რომ ზელენსკი შორსმჭვრეტელი და მამაცია, რადგანაც დარჩა უკრაინაში და იბრძვის.
უკრაინის დედაქალაქის მერმა, ვიტალი კლიჩკომ გერმანულ გამოცემა „შპიგელთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინა ავტორიტარიზმისკენ მიემართება და სულ მალე დაემსგავსება რუსეთს, სადაც ყველაფერი ერთი ადამიანის ახირებებზეა დამოკიდებული.