უკრაინის თავდაცვის მინისტრი - მტერი გვიტევს, მაგრამ ჩვენი არმია დაუმარცხებელია, უკრაინა სრული თავდაცვის რეჟიმზე გადადის
უკრაინა სრული თავდაცვის რეჟიმზე გადადის, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა განაცხადა.
„მტერი გვიტევს, მაგრამ ჩვენი არმია დაუმარცხებელია. უკრაინა სრული თავდაცვის რეჟიმზე გადადის“, – წერს რეზნიკოვი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“.
ამასთან, უკრაინის თავდაცვის მინისტრის თქმით, ყველას, ვისაც შეუძლია იარაღის ხელში ჭერა, შეუძლია, ახლავე შეუერთდეს ტერიტორიული თავდაცვის ძალებს. იარაღის მისაღებად მათ მხოლოდ პასპორტის წარდგენა დასჭირდებათ.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დონბასში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა.
უკრაინის რამდენიმე ქალაქში აფეთქებების ხმა ისმის. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.