უკრაინის თავდაცვის მინისტრი - დონბასში ნატო-ს სტანდარტების შესაბამისი ორი სამხედრო ბაზა აშენდება
უკრაინის თავდაცვის მინისტრი - დონბასში ნატო-ს სტანდარტების შესაბამისი ორი სამხედრო ბაზა აშენდება

დონბასში ნატო-ს სტანდარტების შესაბამისი ორი სამხედრო ბაზა აშენდება. როგორც უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ანდრეი ზაგოროდნიუკმა ადგილობრივ გამოცემასთან „კიევ პოსტთან“ ინტერვიუში განაცხადა, სამხედრო ობიექტების მშენებლობა მარიუპოლსა და სევეროდონეცკში იგეგმება.

მინისტრმა, თავდაცვის უწყების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად სამხედრო ინფრასტრუქტურის განვითარება დაასახელა.

„ჩვენ, რამდენიმე ხარისხიანი ინფრასტრუქტურული ობიექტის მშენებლობას ვგეგმავთ, რათა ყველამ იცოდეს, რომ ჩვენთანაც შეიძლება იყოს ნატო-ს სტანდარტების შესაბამისი სამხედრო ბაზები“, – განაცხადა ანდრეი ზაგოროდნიუკმა.