უკრაინის თავდაცვის მინისტრი - დასავლეთის სტრატეგია, რომ არ მოხდეს რუსეთის პროვოცირება, არ მუშაობს, რუსეთი საქართველოში მას შემდეგ შეიჭრა, რაც 2008 წელს ქვეყანას ნატო-ს გზა დაუბლოკეს
დასავლეთის სტრატეგია, რომ არ მოხდეს რუსეთის პროვოცირება, არ მუშაობს და არ იმუშავებს, რადგან რუსეთი საქართველოში მას შემდეგ შეიჭრა, რაც 2008 წელს ქვეყანას ნატო-ს გზა დაუბლოკეს, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა გამოცემა „ფაინენშელ თაიმსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
უკრაინის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა გერმანია ნატო-ს გავლით უკრაინის შეიარაღებით მომარაგების ბლოკირებაში დაადანაშაულა. რეზნიკოვის თქმით, გასულ თვეში ბერლინმა „ნატო-ს მხარდაჭერისა და შესყიდვების სააგენტოს“ საშუალებით ვეტო დაადო უკრაინის მიერ უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო და ანტისნაიპერული სისტემების შესყიდვას.
„ისინი ჯერ კიდევ აშენებენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მილსადენს და ამავე დროს ბლოკავენ ჩვენს თავდაცვით იარაღს. ეს ძალიან უსამართლოა“, – აღნიშნა უკრაინელმა მინისტრმა.