ანა მალიარი - აღმოსავლეთით რთული მდგომარეობაა, მტერმა თავისი ძალები გაზარდა და აქტიურ შეტევას ახორციელებს, ჩვენი ჯარები მამაცურად მოქმედებენ და არ აძლევენ წინსვლის საშუალებას
ანა მალიარი - აღმოსავლეთით რთული მდგომარეობაა, მტერმა თავისი ძალები გაზარდა და აქტიურ შეტევას ახორციელებს, ჩვენი ჯარები მამაცურად მოქმედებენ და არ აძლევენ წინსვლის საშუალებას

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი აცხადებს, რომ ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში რთული მდგომარეობაა შექმნილი, მტერმა ძალები გაზარდა და აქტიურ შეტევას ახორციელებს ლიმანისა და კუპიანსკის მიმართულებით. ამის შესახებ ანა მალიარი ტელეგრამარხში წერს.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის ცნობით, მტერი კვლავ ცდილობს, გავიდეს დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ადმინისტრაციულ საზღვრებზე და ჯერჯერობით ეს ოკუპანტების შეტევის ძირითადი მიმართულებაა. მისი ცნობით, რუსეთს უკრაინის აღმოსავლეთით კონცენტრირებული ჰყავს თავისი დანაყოფების დიდი რაოდენობა.

„აღმოსავლეთით ახლა რთული მდგომარეობაა. მტერმა თავისი ძალები გაზარდა და ლიმანისა და კუპიანსკის მიმართულებებით აქტიურ შეტევას ახორციელებს, ცდილობს, წაგვართვას ინიციატივა. ფიქსირდება მტრის მხრიდან ცეცხლის გახსნის მაღალი აქტივობა. გრძელდება მძაფრი შეტაკებები. ჩვენი ჯარები მამაცურად მოქმედებენ მტრის ძალებისა და საშუალებების უპირატესობის პირობებში და არ აძლევენ მტერს წინსვლის საშუალებას“, – წერს ანა მალიარი.