უკრაინის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ რუსეთის მიერ უკრაინის მიმართულებით ღამით გაშვებული 11 უპილოტო საფრენი აპარატიდან ყველას ჩამოგდება მოახერხეს
რუსეთმა ღამით უკრაინის მიმართულებით 11 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ყველას ჩამოგდება მოახერხეს. როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების მთავარსარდალმა, ნიკოლაი ოლეშჩუკმა განაცხადა, უპილოტო თვითმფრინავი ჩამოაგდეს კიევის, დნეპროპეტროვსკის, ხარკოვის, სუმისა და დონეცკის რეგიონებში.
პარალელურად, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ღამით რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ბელგოროდისა და კურსკის რეგიონებში ოთხი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს.
„გასული ღამის განმავლობაში კიევის რეჟიმს რუსეთის ტერიტორიაზე უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით ტერორისტული თავდასხმის მცდელობა ჰქონდა. საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა ოთხი უპილოტო თვითმფრინავი ბელგოროდისა და კურსკის ოლქების ტერიტორიებზე“, – აღნიშნულია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.