უკრაინის სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსეთის თავდასხმის შედეგად ჩერნომორსკის პორტში ინფრასტრუქტურის დაზიანების გამო 60 000 ტონა მარცვლეული განადგურდა
უკრაინის სოფლის მეურნეობის მინისტრი მიკოლა სოლსკი აცხადებს, რომ რუსეთის თავდასხმის შედეგად ჩერნომორსკის პორტში მარცვლეულის ექსპორტისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი დაზიანდა.
მისივე ინფორმაციით, 60 000 ტონა მარცვლეული, რომელიც პორტში ინახებოდა და „შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების“ ფარგლებში უნდა დატვირთულიყო გემებზე, განადგურებულია.
„ოდესაზე თავდასხმის შედეგად ჩერნომორსკის პორტში არსებული მარცვლეულის ექსპორტისთვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი მწყობრიდან გამოვიდა“, – განაცხადა მიკოლა სოლსკიმ.
ცნობისთვის, რუსეთმა ოდესაზე სარაკეტო იერიში გუშინ, ღამით მიიტანა. კიევში აცხადებენ, რომ მოსკოვი მიზანმიმართულად ირჩევს სამიზნედ პორტების ინფრასტრუქტურას.
უკრაინის სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსეთის თავდასხმის შედეგად ჩერნომორსკის პორტში მარცვლეულის ექსპორტისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა დაზიანდა, განადგურებულია 60 000 ტონა მარცვლეული.