უკრაინის სოფლის მეურნეობის მინისტრი, რომელიც სახელმწიფო მიწების მითვისებაშია ეჭვმიტანილი, თანამდებობიდან გადადგა
უკრაინის სოფლის მეურნეობის მინისტრი ნიკოლაი სოლსკი, რომელიც ეჭვმიტანილია სახელმწიფო მიწების მითვისებაში, თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ უკრაინის რადას სპიკერმა, რუსლან სტეფანჩუკმა სოციალურ ქსელში დაწერა.
სტეფანჩუკმა გაავრცელა სოლსკის მიერ დაწერილი განცხადების ასლი, სადაც ის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ წერს და აღნიშნა, რომ მისი განცხადება შემდეგ პლენარულ სხდომაზე განიხილება.
ნიკოლაი სოლსკი უკრაინის სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობას 2022 წლის 24 მარტიდან იკავებდა.