უკრაინის შსს - სააკაშვილის დაკავება წინააღმდეგობის, ძალის გამოყენებისა და დაშავებულების გარეშე მოხდა
მიხეილ სააკაშვილის დაკავება წინააღმდეგობის, ძალის გამოყენებისა და დაშავებულების გარეშე მოხდა – ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორმა არტიომ შევჩენკომ განაცხადა.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სამმართველოს შენობასთან სპეცრაზმია მობილიზებული.
ადგილზე მიიყვანეს ნაციონალური გვარდიის მებრძოლები.
შენობის შესასვლელი გადაკეტილია ავტობუსით. ადგილზე მიხეილ სააკაშვილის მომხრეები იკრიბებიან.
მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს უკრაინის ნაციონალური პოლიციის პრესსამსახური.
„დაკავება ქალაქ კიევის სოლომენსკის რაიონში მოხდა. ეს უკანასკნელი გადავეცით სისხლის სამართლის წარმოების საგამოძიებო ორგანოს. პოლიციის თანამშრომლები კონსტიტუციის მოედანზე კარვების ქალაქის ტერიტორიაზე არ შესულან. საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისკენ მიმართული რამე სახის ზომები არ გატარებულა“, – ნათქვამია უკრაინის ნაციონალური პოლიციის პრესსამსახურის განცხადებაში.