უკრაინის შსს-სა და ეროვნული გვარდიის სამხედრო წვრთნები ჩერნობილის აკრძალულ ზონაში [ფოტო]
უკრაინის შსს-სა და ეროვნული გვარდიის სამხედრო წვრთნები ჩერნობილის აკრძალულ ზონაში [ფოტო]

უკრაინაში, ჩერნობილის აკრძალულ ზონაში უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ და ეროვნულმა გვარდიამ სამხედრო წვრთნები გამართეს.

წვრთნები ჩერნობილის ატომური რეაქტორიდან სამ კილომეტრში მდებარე ქალაქ პრიპიატში გაიმართა.

ტაქტიკურ-სპეციალური სწავლების მიზანი იყო ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სხვადასხვა დანაყოფების ურთიერთქმედების გამოცდა. სწავლებაში მონაწილეობდნენ უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები. წვრთნების დროს გამოყენებული იყო სპეცტექნიკა, ჯავშანმანქანები. სამხედროებმა გამოიყენეს საბრძოლო ტყვია-წამალი.

როგორც უკრაინის თავდაცვის მინისტრმა სწავლების დასრულების შემდეგ განაცხადა, უკრაინული არმია მზადაა მოწინააღმდეგის მოსაგერიებლად, თუმცა რუსეთის მხრიდან მასშტაბური სამხედრო იერიშის დაწყების წინაპირობას უკრაინის დაზვერვა ჯერ ვერ ხედავს.